ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალერი ტრამპის დაკითხვის შესაძლებლობას განიხილავს


პრესიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატი ჯონ დაუდი
პრესიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატი ჯონ დაუდი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი აცხადებს, რომ სპეციალური გამომძიებლის, რობერტ მალერის, მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში, ტრამპის დაკითხვის საჭიროება წამოიჭრა.

ჯონ დაუდმა საინფორმაციო სააგენტოებს “ასოშეიტედ პრესს” და “როიტერსს” უთხრა, რომ მარტის დასაწყისში მალერი ტრამპისთვის გამოძიების წინაშე ჩვენების მიცემის სანქციის გაგზავნას განიხილავდა. სანქციის გაცემის შემთხვევაში პრეზიდენტი ლეგალურად ვალდებული იქნება მას დაემორჩილოს.

დაუდის ეს კომენტარი გაზეთ “ვაშინგტონ პოსტის” მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული სტატიით დასტურდება. თავად დაუდმა მალერთან შეხვედრის შემდეგ ტრამპის ადვოკატების გუნდი დატოვა.

მალერი 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევას და რუსებთან ტრამპის საარჩევნო კამპანიის კავშირს იძიებს. სპეციალური გამომძიებელი იმ საკითხსაც იძიებს, ცდილობს თუ არა პრეზიდენტი გამოძიებისთვის ხელის შეშლას.

პრეზიდენტი ტრამპი უწყვეტად უარყოფს ბრალდებას მისი კამპანიის მხრიდან რუსეთთან რაიმე სახის თანამშრომლობაზე და მალერის გამოძიებას “კუდიანებზე ნადირობას” უწოდებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG