ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპეციალურმა გამომძიებელმა, რობერტ მალერმა დონალდ ტრამპის ადვოკატებს პრეზიდენტისთვის განკუთვნილი 50-მდე კითხვა გადასცა. მალერი იძიებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ძალაუფლების სავარაუდო გადამეტებას და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კამპანიის რუსეთთან შესაძლო კავშირებს.

ინფორმაცია მას შემდეგ გახმაურდა, რაც შეკითხვები “ნიუ-იორკ თაიმსმა” მოიპოვა. გაზეთში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, კითხვების სიის თემატიკა ფართო სპექტრისაა, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, ჯეიმს კომის მოხსნის ფაქტიდან დაწყებული, ტრამპის კამპანიის წევრების რუს მოხელეებთან კონტაქტებით დამთავრებული.

ტრამპის პირადვა ადვოკატმა ჯეი სეკულოვმა ორშაბათს საღამოს გახმაურებულ ფაქტზე კომენტარისგან თავი შეიკავა. განცხადება ამ დროისთვის არც თეთრი სახლის ადვოკატს ტი კობს გაუკეთებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG