ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ხვალ ამერიკელ ერს კონგრესიდან მიმართავს


მთავრობის რეკორდულად ხანგრძლივი ნაწილობრივი დახურვის და კონგრესთან გაჭიანურებული საბიუჯეტო ბატალიების დროებით შეწყვეტის შემდეგ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის გაერთიანებულ სხდომას მიმართავს. ერისადმი ყოველწლიური მიმართვა 5 თებერვალს იგეგმება.

ეს ტრამპის რიგით მეორე ოფიციალური მიმართვა იქნება კონგრესში, რომელიც წელს, ისტორიაში პირველად არის წარმოდგენილი რეკორდულად მრავალრიცხოვანი ახალგაზრდა კანონმდებლებით, ქალებით და სხვადასხვა უმცირესობებით. გასულ წელს, ტრამპის მოხსენება საათი და 20 წუთი გრძელდებოდა.

თეთრი სახლის განცხადებით, წელს პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს იმიგრაციაზე, სავაჭრო ხელშეკრულებებზე და ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე. ის ასევე ისაუბრებს ჯანდაცვის პრობლემებზე და საგარეო ომების შეწყვეტის აუცილებლობაზე.

მოელიან, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიმართვა იქნება ოპტიმისტური და ის ერის გაერთიანებას შეეცდება. თუმცა, ორ კვირაზე ნაკლებ დროში, პრეზიდენტს და კონგრესს შორის 2019 წლის ბიუჯეტზე შეთანხმება თუ არ მოხდა, ამერიკის მთავრობას ისევ ნაწილობრივი დახურვა ელის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG