ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა პრეზიდენტის მხრიდან ერისადმი მიმართვის მოლოდინშია


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს კონგრესის გაერთიანებულ სხდომას და მთელ ერს მიმართავს. დონალდ ტრამპის მიმართვა ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე დაიწყება და მისი ტრანსლირება ქვეყნის მასშტაბით, პირდაპირი ეთერით მოხდება. ტრადიციისამებრ, პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ, ტრიბუნას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, დემოკრატი ლიდერები დაიკავებენ.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ყოველწლიური მიმართვა მთავარ ყურადღებას ქვეყნის ძლიერ ეკონომიკაზე გაამახვილებს. პრეზიდენტი ტრამპი ისაუბრებს სამუშაო ადგილებზე, საგადასახადო რეფორმაზე და კანონმდებლებს იმიგრაციის საკითხებში ორპარტიული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ვარაუდობენ, რომ მიმართვაში ხაზი გაესმება ჩრდილოეთ კორეაში ბირთვულ და ბალისტიკურ რაკეტებზე მუშაობას და ამ აქტივობით რეგიონში შექმნილ საფრთხეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG