ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა პოლიციის რეფორმის აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, აშშ-ში მიმდინარე საყოველთაო საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც პოლიციაში გარკვეული რეფორმების გატარებას გულისხმობს.

ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა, რომ განკარგულების თანახმად, რეფორმის მთავარი ნაწილი მასერთიფიცირებელი ორგანოს შექმნა იქნება, რომელიც ოფიცრებს გაწვრთნის დე-ესკალაციისა და ძალის გამოყენების განახლებული სტანდარტებით.


კიდევ ერთი ნაწილი, ეგრეთწოდებული, თანა-რეაგირების სამსახური იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ არაძალადობრივ გამოძახებებზე პოლიციის ოფიცერთან ერთად სოციალური მუშაკიც წავა, განსაკუთრებით, ფსიქოლოგიური აშლილობების და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შემთხვევაში.

ამ ბრძანების პარალელურად, კონგრესში უფრო ყოვლისმომცველ რეფორმას განიხილავენ, რომლის მიღებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ გამოკითხულ მოსახლეობას კანონის დამცველთა მხრიდან ძალის უხეში გამოყენება აღელვებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG