ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შესაძლოა ტრამპმა მცირე ბიზნესის დახმარების ფონდის გაზრდა მოითხოვოს


შაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაძლოა იმ შეთხვევაში, თუ ფისკალური სტიმულირების კანონის ფარგლებში თავდაპირველად გამოყოფილი 349 მილიარდი დოლარი ამოიწურება, კონგრესს დამატებითი ფული სთხოვოს მცირე ბიზნესების სესხებით უზრუნველსაყოფად, რომლებიც კორონავირუსის აფეთქების გამო ეკონომიურ გასაჭირში აღმოჩნდნენ.

ტრამპმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა : “თუ კანონით გათვალისწინებული თანხა ამოიწურება, კონგრესს დაუყოვნებლად ვთხოვ, მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად მეტი თანხა გამოყოს.”

მცირე ბიზნესის მხარდასაჭერი ფონდის გაშვება თავიდანვე რთულად დაიწყო.

ათობით ათასმა ბიზნესმა მიმართა ბანკებს. სათემო ბანკების მესვეურები ჩიოდნენ, რომ მცირე ბიზნესის ადმინისტრაცის სისტემაზე წვდომა არ ჰქონდათ და პარასკევ საღამოსთვის, ხაზინის დეპარტამენტი ჯერ ისევ განახლებულ ინსტრუქციებს და ბლანკების ფორმებს გამოსცემდა.

მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის ადმინისტრატორმა, ხოვიტა კარანზამ “ტვიტერით” გამოაცხადა, რომ პარასკევ ღამისთვის, ბანკებმა პროგრამის ფარგლებში 5.4 მილიარდი დოლარის მთლიანი ოდენობის, 17 ათასზე მეტი სესხი გააფორმეს.

XS
SM
MD
LG