ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ნიუ-იორკ თაიმსი": ტრამპს არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ინფორმაცია ჰქონდა


გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ ოთხშაბათის ნომერში გამოქვეყნებული ანგარიში ნათელს ჰფენს სადაზვერვო ინფორმაციის მოცულობას, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმეში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირდაპირი როლის შესახებ მიიღო.

ანგარიში ნათელს ჰფენს პრეზიდენტის მუდმივ მცდელობებს, ყურადღება დემოკრატ ჰილარი კლინტონზე მისი გამარჯვების საქმეში მოსკოვის როლიდან სხვაგან გადაიტანოს. აქ შედის მისი წინააღმდეგობრივი განცხადებები, როდესაც ჰელსინკიში პუტინთან შეხვედრის შემდეგ სადაზვერვო სამსახურების დასკვნა თავიდან უარყო, შემდეგ კი აღიარა.

გაზეთის თანახმად, მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა ტრამპს აჩვენეს უაღრესად საიდუმლო ინფორმაცია, რომ პუტინმა პირადად გასცა სერვერების გატეხვის და დეზინფორმაციის ბრძანება. ინფორმაცია მოიცავდა რუსი სამხედრო ოფიცრების ტექსტებს და ელექტრონულ ფოსტას და ასევე, უშუალოდ პუტინთან დაახლოებული საიდუმლო წყაროსგან მიღებულ ინფორმაციას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG