ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ინაუგურაციის წინა პირველ ღონისძიებას დაესწრო


ინაუგურაცია

ამერიკის მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ე.წ. თავმჯდომარის გლობალურ სადილს დაესწრო, სადაც სტუმრები მხოლოდ ექსკლუზიური მოსაწვევებით ხვდებიან. ინაუგურაციის წინმსწრები პირველი ღონისძიების მიზანია, ახალმა ადმინისტრაციამ შეერთებულ შტატებში მყოფი უცხოელი დიპლომატები გაიცნოს.

„თქვენს ქვეყნებს მე დიდ პატივს ვცემ“- უთხრა ტრამპმა ვაშინგტონში სამშაბათს შეკრებილ დიპლომატებს. მან თქვა, რომ ამაყობს საკუთარი კაბინეტით, რომელიც ახლადარჩეული პრეზიდენტის აზრით, საუკეთესოა და რომლის მსგავსი ჯერ არავის ჩამოუყალიბებია.

XS
SM
MD
LG