ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

20 იანვარს დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმის წინ ფიცს დადებს


45-ე საპრეზიდენტო ინაუგურაციის სამზადისი, 17 იანვარი, 2016


20 იანვარს დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმის წინ ფიცს დადებს და შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდება. ინაუგურაციის ცერემონიას მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ნახავს. ისტორიულად, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას განასახიერებს. ინაუგურაცია ხშირად პოლიტიკური ცვლილებების დასაწყისია.

საპრეზიდენტო ინაუგურაცია ამერიკული დემოკრატიის ისეთივე ძველი რიტუალია, როგორც თავად ამერიკული რესპუბლიკა.

ინაუგურაცია კარგ და ცუდ დროშიც ერთი ისტორიული ეპოქის დასასრულსა და მეორის დასაწყისს აღნიშნავს.

1933 წელს ფრანკლინ რუზველტმა პრეზიდენტის სავარძელი მძვინვარე "დიდი დეპრესიისას" დაიკავა.

ფრანკლინ რუზველტი, აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი:
"პირველ ყოვლისა, ნება მომეცით, გაგიზიაროთ ჩემი მტკიცე რწმენა, თუ რამის შეიძლება გეშინოდეს, ეს თავად შიშია."

რომ თუ რამის, შეიძლება, გვეშინოდეს, ეს თავად შიშია.

1961 წელს ჯონ კენედიმ ამერიკელთა ახალი თაობა ამ სიტყვებით შთააგონა:

"ჩემო ამერიკელო თანამემამულენო, ნუ იკითხავთ, რა შეუძლია, გაგიკეთოთ თქვენმა ქვეყანამ. იკითხეთ, თქვენ რა შეგიძლიათ, გაუკეთოთ თქვენს ქვეყანას."

ნუ იკითხავთ, რა შეუძლია, გაგიკეთოთ თქვენმა ქვეყანამ. იკითხეთ, თქვენ რა შეგიძლიათ, გაუკეთოთ თქვენს ქვეყანას.

ოცი წლის შემდეგ რესპუბლიკელმა რონალდ რეიგანმა არჩევნებში მთავრობის შეკვეცის დაპირებით გაიმარჯვა.

რონალდ რეიგანი, აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი:
"დღევანდელ კრიზისში მთავრობა ჩვენი პრობლემის გადაჭრის საშუალება არაა. მთავრობა თავადაა პრობლემა."

ნოემბრის გამარჯვების შემდეგ, არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე შტატს ეწვია და პირობა დადო, რომ საარჩევნო დაპირებებს შეასრულებს.

"ამაღელვებელ დროში ვცხოვრობთ. სცენარი ჯერაც არაა დაწერილი. არ ვიცით, რას წავიკითხავთ ხვალინდელ გვერდზე, მაგრამ პირველად დიდი ხნის განმავლობაში დანამდვილებით ვიცით, რომ ამ გვერდებს თითოეული თქვენგანი, ჩვენი მოძრაობა დაწერს."

ტრამპის გამარჯვების შედეგად ქვეყანა გაყოფილია. "ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის" მიმომხილველი ჯონ ფორტიერი ამბობს, რომ პრეზიდენტის უპირველესი გამოწვევა ერის გამთლიანება იქნება.

"ვფიქრობ, [საინაუგურაციო სიტყვა] პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, პირველი ნაბიჯია, მიმართოს ქვეყანას და უთხრას, რომ საარჩევნო კამპანიის დროინდელი ზოგიერთი უთანხმოება წარსულში დარჩა."

ისტორიულად, პრეზიდენტის ინაუგურაცია ის მომენტია, როდესაც პოლიტიკური კამპანიის დაძაბულობას დემოკრატიის სულისკვეთება ანაცვლებს, ამბობს "ბრუკინგსის ინტიტუტის" მკვლევარი ჯონ ჰუდაკი.

"პრეზიდენტი ობამა არჩეულ პრეზიდენტ ტრამპთან ერთად თეთრი სახლიდან კაპიტოლიუმში მანქანით გაემგზავრება, ძალაუფლებას მშვიდობიანად გადააბარებს და ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებას დაესწრება, მიუხედავად იმისა, რომ ახალი პრეზიდენტი ის არაა, რომელიც მას სურდა. ასეთი რამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არ ხდება. ეს ამ ქვეყნის [პოლიტიკური ცხოვრების] მნიშვნელოვანი მომენტია."

ტრამპმა ამომრჩეველთან შეხვედრებისას დაუგეგმავი გამოსვლებით გაითქვა სახელი. როგორი იქნება მისი საინაუგურაციო სიტყვა? "ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის" მკვლევარი ნორმ ორნსტეინი ამბობს, რომ მისი საინაუგურაციო გამოსვლაც არაპროგნიზორებადი იქნება.

"საინაუგურაციო სიტყვას, როგორც წესი, წინასწარ წერენ. პრეზიდენტები კი ამ ტექსტს კითხულობენ. გადავა თუ არა დონალდ ტრამპი დაწერილ ტექსტს, ეს ჯერ არ ვიცით."

ცოტა ხანში დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდება. საპრეზიდენტი ვადის დასაწყისში შერჩეული ტონი, სავარაუდოდ, მიგვახვედრებს, თუ რა ტიპის ლიდერობას ესწრაფვის ის.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG