ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატში ტრამპის კაბინეტის თაობაზე მოსმენები გრძელდება


ამერიკის შეერთებული შტატების სენატის კომიტეტებში გრძელდება მოსმენები არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ კაბინეტის წევრებად დასახელებული კანდიდატების თაობაზე. დღეს ვაშინგტონში საშინაო საქმეების და განათლების დეპარტამენტების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს განიხილავენ.

რესპუბლიკელი კონგრესმენის, რაიან ზინკის დამტკიცების პროცესით გათვალისწინებული მოსმენები სენატის ენერგიის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში იმართება. ის ტრამპმა საშინაო საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაასახელა. მისი აღნიშნულ კომიტეტში მოსმენის მიზეზი კი ის არის, რომ ამერიკის მიწაზე ნავთობის ინტენსიური მოპოვების პროპონენტის და კლიმატური ცვლილებებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ზინკის კანდიდატურის დამტკიცებას, გარემოს დამცველი ჯგუფების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება.

განათლების მდივნის პოსტზე წარდგენილ ბეტსი დევოსს სენატის ჯანდაცვის, განათლების, შრომის და პენსიის კომიტეტში ხვდებიან. ის მიჩიგანელი მილიარდერი ფილანტროპია, რომელიც ამერიკის ბავშვთა დაცვის ფედერაციას ხელმძღვანელობს. ორგანიზაცია კერძო სკოლებში ფედერალური ბიუჯეტის გამოყენების აქტიური მომხრეა.

XS
SM
MD
LG