ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატი ტრამპის წარდგენილ კანდიდატურებს განიხილავს


ამერიკის სენატს ავღანეთში პროგრესის არ სჯერა

დღეს ტრამპის იმ კანდიდატების დასამტკიცებელი მოსმენები იმართება, რომლებმაც პენტაგონს, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს და განსახლების და ურბანული განვითარების დეპარტამენტს უნდა უხელმძღვანელონ.

თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე დონალდ ტრამპის კანდიდატს დღეს სენატში უსმენენ, თუმცა იგივე კომიტეტმა იმ საკანონმდებლო საკითხზეც უნდა იმსჯელოს, რომელიც მისი კანდიდატურის განხილვას შესაძლებელს გახდის. გადამდგარი გენერალი ჯეიმს მატისი სენატის შეიარაღებული ძალების სამსახურის კომიტეტის წინაშე წარსდგა და მოსალოდნელია, რომ მას თანამდებობაზე დაამტკიცებენ.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ტრამპის კანდიდატს, რესპუბლიკელ კონგრესმენ მაიკ პომპეოს სენატის დაზვერვის კომიტეტი დღეს უსმენს. 2013 წელს პომპეო კრიტიკის სამიზნე მას შემდეგ გახდა, როცა განაცხადა, რომ ის მუსლიმი ლიდერები, რომლებიც ტერორისტულ თავდასხმებს საჯაროდ არ დაგმობენ, „პოტენციურად ამ თავდასხმების თანამონაწილენი“ არიან.

საბინაო მშენებლობის და ურბანული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასამტკიცებლად ყოფილ ნეიროქირურგ ბენ კარსონს, რესპუბლიკური პარტიიდან ნომინაციის პროცესში ტრამპის ერთ-ერთ მეტოქეს, უსმენენ.

XS
SM
MD
LG