ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სენატორი ჯერ სეშენსი სენატის წინაშე დღეს მეორედ წარსდგება


ჯეფ სეშენსი

ამერიკელი სენატორი ჯერ სეშენსი სენატის წინაშე დღეს მეორედ წარსდგება. არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გენერალური პროკურორის პოსტზე წარდგენილი სეშენსის წინააღმდეგ მისი კოლეგა სენატორები გამოდიან.

სენატის იურიდიული კომიტეტის წინაშე სეშენსის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად დღეს სენატორი კორი ბუკერი წარსდგება. ეს უპრეცენდენტო მოვლენაა, რომლისკენაც სენატორის თქმით, მას „გენერალური პროკურორის ძალამ და კანდიდატის მიერ შემაშფოთებელი შეხედულებებმა“ უბიძგა. ბუკერთან ერთად სეშენსის წინააღმდეგ ჩვენებას კიდევ ორი სენატორი ჯონ ლევისი და სედრიკ რიჩმონდი მისცემენ.

30 წლის წინ სენატმა სეშენსი ფედერალური მსოამართლის თანამდებობაზე არ დაამტკიცა, მაშინ სეშენს აფრო-ამერიკელების დამამცირებელი გამოთქმებისთვის დაუპირისპირდნენ.

XS
SM
MD
LG