ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა დროშების დაშვების განკარგულება გასცა


მეორე დღესვე, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა უარი თქვა ანაპოლისში დაღუპული ჟურნალისტების ხსოვნის ნიშნად, დროშები ნახევრად დაეშვათ, პრეზიდენტმა ტრამპმა დროშების დაშვების განკარგულება გასცა. ანაპოლისის მერმა გევინ ბაკლიმ ორშაბათს თქვა, რომ გაზეთის რედაქციაში მოკლული ჟურნალისტებისთვის დროშების დაშვებაზე პრეზიდენტმა თავიდან უარი განაცხადა.

პრეზიდენტმა დროშების დაშვების განკარგულება თებერვალშიც გასცა, როცა ფლორიდის ქალაქ პარკლანდში მომხდარი სროლის დროს, სკოლის 17 მოსწავლე დაიღუპა. იგივე განმეორდა ტეხასის შტატის ქალაქ სანტა-ფეში მომხდარი მასობრივი მკვლელობის შემდეგ, სადაც 10 ადამიანი მოკლეს. ანაპოლისის წამყვან გაზეთში მოკლული 4 ჟურნალისტის და ერთი თანამშრომლის პატივსაცემად, დროშებს ნახევრად დაუშვებენ თეთრ სახლში, საჯარო და სამხედრო დაწესებულებებში.

ჟურნალისტები გასულ ხუთშაბათს, საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. გაზეთის "კაპიტალ გაზეტი" რედაქციაში უცნობი ადამიანი შეიჭრა და მათ ცეცხლი გაუხსნა. მკვლელობაში ეჭვმიტანილია ჯერედ რამოსი, რომელსაც გაზეთთან სასამართლო დავა ჰქონდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG