ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანაპოლისში მომხდარ ინციდენტში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს


დღეს, მას შემდეგ რაც გუშინ მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში ბოროტმოქმედი გაზეთის რედაქციაში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღით ხუთი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც 24 საათის წინ რედაქციაში მომხდარის შესახებ ჰყვება.

ხუთივე დაღუპული გაზეთის თანამშრომელი იყო. რედაქცია აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებს დღეს სიტყვები არ ჰყოფნით მწუხარების გამოსახატად.

ამ ფონზე, ანაპოლისის პოლიციამ ბოროტმოქმედში ჯარედ რამოსი ამოიცნო. მას დღეს ბრალი მკვლელობაში წაუყენეს.

მერილენდში დროშები დღეს მწუხარების ნიშნად დაშვებულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG