ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს დილით მომხდარი სროლების შედეგად, სულ ცოტა 10 ადამიანი დაიღუპა სანტა-ფეს დამამთავრებელ სკოლაში - აცხადებს ედ გონსალესი, იქვე მდებარე ჰარისის საგრაფოს შერიფი. "მსხვერპლი სავარაუდოდ რვიდან ათამდეა, უმეტესობა სკოლის მოსწავლეა" - უთხრა მან ჟურნალისტებს. შერიფის ინფორმაციით, პოლიციის მიერ დაკავებული სროლაში ეჭვმიტანილიც სკოლის მოსწავლეა.

სანტა-ფეს სასკოლო უბნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არც მსხვერპლის და არც დაჭრილების რაოდენობა დაზუსტებული არ არის, მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ სროლის შედეგად ხალხი დაშავდა. შერიფი გონსალესი ადასტურებს, რომ დაჭრილთა შორის პოლიციის ოფიცერიც არის, თუმცა "უცნობია, თუ რა დონეზეა ის დაშავებული".

"თქვენთან ვართ ამ ტრაგიკულ მომენტში და სულ თქვენს გვერდი ვიქნებით" - განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ის დაზარალებულებს დაპირდა, რომ წაართმევს იარაღს მათ, ვინც სხვას და საკუთარ თავს საფრთხეს უქმნის".

სროლის დაწყებისთანავე სანტა-ფეს სკოლაში მობილიზებული იყო საგანგებო ვითარების სამსახურები და ფედერალური აგენტები. სანტა-ფე ტეხასის სამხრეთში, ჰიუსტონს და გალვესტონს შორის მდებარეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG