ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეხასის სკოლაში სროლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა


დღეს დილით ტეხასის შტატის სამხრეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ დამამთავრებელ სკოლაში რამდენიმე გასროლა მოხდა. ქალაქ სანტა-ფეს ოფიციალური წყაროების მიხედვით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ სულ ცოტა, 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" ცნობით, დაღუპულთა რიცხვი მეტია, მოკლულია 8 ადამიანი. დაშავებულებს შორის პოლიციის ოფიცერიცაა - ამბობს მარკ ჰენრი, გალვასტონის თემის მოსამართლე სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG