თეთრ სახლში დონალდ ტრამპი ერაყის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-ხადიმის ხვდება. განხილული იქნება ერაყის უსაფრთხოების, სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების საკითხები. დღის წესრიგში, ქურთისტანის საკითხიც დგას.
ერაყში ამ ეტაპზე აშშ-ის 5 000 ჯარისკაცია დისლოცირებული. ისინი კონტრტერორისტულ ოპერაციებსა და ადგილობრივი ძალების წვრთნებში მონაწილეობენ.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული თარიღები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ჯარისკაცი და როდის განლაგდება ერაყში, თუმცა ამ თემებს აშშ-ი ერაყთან ერთად განიხილავს და ცდილობს განსაზღვროს, თუ რა სახის დახმარების გაღება შეუძლია მას.
Facebook Forum