ერაყის შეიარაღებული ძალების განცხადებით, 17 მარტს ბაღდადის სამხრეთში, შეერთებული შტატების მართული კოალიციის ჯარების და ნატოს სამხედროების მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს. განცხადებაში მსხვერპლზე საუბარი არ არის.
რაკეტები ბასმავას ბაზას მოხვდა, სადაც ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. „ისლამური სახცელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად ესპანეთის ჯარებია განლაგებული.
გასულ კვირას საჰაერო თავდასხმისას, კიდევ ერთი რაკეტა, კამპ ტაჯის ბაზას მოხვდა, ერაყის დედაქალაქის ჩრდილოეთით. შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო და ბრიტანელი ექიმი დაიღუპა და 14 ადამიანი დაიჭრა.
შეერთებული შტატები თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ერაყში ირანის მოკავშირეებს აკისრებს. გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა საპასუხო თავდასხმა განახორციელა, ირანის მიერ მხარდაჭერილი, „კატაიბ ჰეზბოლას“ ჯგუფის იარაღის საწყობის წინააღდეგ.
Facebook Forum