ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმცროსი დონალდ ტრამპი ბრალდებას "სისულელეს" უწოდებს


ოჯახური ბიზნესის გაფართოებისთვის ამერიკის პრეზიდენტის სახელის გამოყენების ბრალდებას, უმცროსი დონალდ ტრამპი "სისულელეს" უწოდებს. შეერთებული შტატების ლიდერის უფროსი ვაჟი ინდოეთში იმყოფება, სადაც ტრამპის ბრენდის მდიდრული სახლების მარკეტინგის ხელმძღვანელებს და უძრავი ქონების მყიდველებს ხვდება.

უმცროსი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მამის პრეზიდენტობის გამო, მათი ოჯახური ბიზნესი ზარალდება, რადგან პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ თეთრ სახლში ყოფნის პერიოდში, უცხოეთში ახალ ბიზნესებს არ წამოიწყებს. "ტრამპის ორგანიზაციას" დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ორი ვაჟი მართავს: დონალდ და ერიკ ტრამპები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG