ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დიდი შვიდეულის" შეხვედრაზე დაპირისპირების დროს ტრამპი თავისი პრინციპების ერთგული დარჩება


ეკონომიკურ საკითხებში ტრამპის ერთ-ერთმა წამყვანმა მრჩეველმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოკავშირეების მხრიდან მისი სავაჭრო პოლიტიკის კრიტიკის მიუხედავად, დიდი შვიდიანის უმაღლესი დონის შეხვედრაზე, ტრამპი „პოზიციებს არ დათმობს“.

ლარი კადლოუმ, ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორმა ჟურნალისტებს უთხრა: „ამ რთულ საკითხებთან მიმართებაში პრეზიდენტი მშვიდად არის, „დიდ შვიდეულსა“ და შეერთებულ შტატებს შორის რაღაცაზე დაძაბულობა ყოველთვის არსებობს“.

თეთრი სახლის პრეს-ბრიფინგზე გაკეთებული ეს კომენტარები კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს და გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელის განცხადებებს მოჰყვა, რომლებმაც პარასკევის და შაბათის რთული დისკუსიები იწინასწარმეტყველეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG