ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ახალი კონსერვატორი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეკონომიკის საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლად ლარი კუდლოუ დაასახელა. ის დიდი სტაჟის მქონე, კონსერვატიული შეხედულებების ეკონომიკური ანალიტიკოსი და სატელევიზიო ბიზნეს შოუს კომენტატორია.

70 წლის კუდლოუმ მედიას უთხრა, რომ ოთხშაბათს გადაწყვიტა ტრამპის შეთავაზების მიღება, გამხდარიყო თეთრი სახლის ეკონომიკური საბჭოს დირექტორი. ტრამპმა მისი დანიშნვის შესახებ ხუთშაბათს, „ტვიტერით“ გამოაცხადა.

კუდლოუ ყოფილ უოლ-სტრიტის ფინანსისტ გარი კონს შეცვლის, რომელმაც, გასულ კვირაში, თანამდებობა სავაჭრო პოლიტიკის საკითხში ტრამპთან უთანხმოების გამო დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG