ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის პირველი ვეტო


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს ხელი თავის პირველ ვეტოს მოაწერა. ამ ნაბიჯით მან კონგრესის ორივე პალატაში დამტკიცებული, ორპარტიული კანონპროექტი შეაჩერა, რომელიც პრეზიდენტის მიერ ამერიკის სამხრეთ საზღვრებთან გამოცხადებულ, საგანგებო ვითარებას აუქმებდა.

საგანგებო ვითარებით ტრამპს თავისი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება, მექსიკასთან ფიზიკური კედლის აგებისთვის თანხების მოპოვება სურს. კონგრესი კედლის ასაშენებლად, 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, ტრამპის მიერ მოთხოვილი თანხის მხოლოდ დაახლოებით მეოთხედს დათანხმდა.

"დღეს მე რეზოლუციას ვეტოს ვადებ" - უთხრა პრეზიდენტმა ოვალურ ოფისში შეკრებილ ჟურნალისტებს. "კონგრესს აქვს უფლება ეს რეზოლუცია მიიღოს, ჩემი ვალდებულება კი მისთვის ვეტოს დადებაა" - აცხადებს დონალდ ტრამპი. მან კონგრესის რეზოლუციას "საშიში" და "უპასუხისმგებლო" უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG