ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატი სავარაუდოდ, არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის რეზოლუციას


აშშ-ის სენატი სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტ ტრამპის მიერ მექსიკის კედლის ასაშენებლად საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას. ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში, ის ვეტოს უფლებას გამოიყენებს. განცხადება დღეს მან თეთრ სახლში, ირლანდიის პრემიერ მინისტრ ლეო ვარადკართან შეხვედრისას გააკეთა.

რესპუბლიკელი სენატორების ერთი ნაწილი ამ საკითხში კონგრესში გაერთიანებული დემოკრატების ჯგუფს შეუერთდება, რომელიც საგანგებო მდგომარეობის რეზოლუციას გმობს. მაგრამ, რესპუბლიკელი სენატორების უმრავლესობა აპირებს პრეზიდენტს გვერდში დაუდგეს, რადგან მათი განცხადებით, ქვეყნის სამხრეთ საზღვართან მართლაც რთული ვითარებაა.

დემოკრატებს საკმარისი მხარდაჭერა აქვთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებულ საგანგებო ვითარებას სენატმა მხარი არ დაუჭიროს. უმრავლესობის მისაღწევად, მათ მხოლოდ რამდენიმე რესპუბლიკელი სენატორის ხმა დასჭირდებათ. სენატში 53 რესპუბლიკელი და 47 დემოკრატია. დემოკრატთა შორის 2 დამოუკიდებელი კანდიდატია, რომელიც ხმას უმეტესად დემოკრატთა სასარგებლოდ აძლევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG