ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი პრეზიდენტ მარგველაშვილის აშშ-საქართველოს ურთიერთობების 25 წლისთავს ულოცავს


Donald Trump in Batumi, Georgia
Donald Trump in Batumi, Georgia

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველო ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ულოცავს. ტრამპის მიერ ქართველი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ამერიკის პრეზიდენტი მადლიერია თბილისსა და ვაშინგტონს შორის „ხანგრძლივი მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის.

„ჩვენი პარტნიორობის საუკუნის პირველ მეოთხედში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ შექმნეს მჭიდრო ტრანსატლანტიკური კავშირი. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს და მათ დასაცავად, რთულ ვითარებაში ყოველთვის ერთად ვდგავართ საერთაშორისო ტერორიზმისა და რეგიონული არასტაბილურობის წინააღმდეგ”, - ვკითხულობთ წერილში.

დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ გამოთქვამს ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზს უსვამს იმას, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს უფლებას განსაზღვროს საკუთარი მომავალი.

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ, ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მსოფლიოსათვის კვლავ შთამაგონებელია“, - ნათქვამია ტრამპის მიმართვაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG