ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი საუდის არაბეთში ისლამის შესახებ სიტყვით გამოვა


ნატოსა და დიდი შვიდეულის სამიტზე დასწრების გარდა, პრეზიდენტი ტრამპი თავის პირველ ოფიციალური უცხოური ვიზიტის ფარგლებში ისრაელს, ვატიკანს და საუდის არაბეთსაც ესტუმრება.

საუდის არაბეთში, სადაც ისლამის მთავარი წმინდა ადგილებია თავმოყრილი, ტრამპი ისლამური მრწამსის შესახებ სიტყვით გამოსვლას გეგმავს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა მაკმასტერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტრამპი, რომელიც საუდის არაბეთში პარასკევს გაემგზავრება, შეხვდება 50-ზე მეტი ისლამური ქვეყნის ლიდერს და მათ „შთამაგონებელი სიტყვით მიმართავს რადიკალური იდეოლოგიის დამარცხების საჭიროების თაობაზე და გაუზიარებს მათ მის რწმენასა და იმედებს მშვიდობიანი ისლამის შესახებ“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG