ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გუშინ თეთრ სახლში, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერებმა თანამშრომლობის სიძლიერეს გაუსვეს ხაზი და განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას შეეცდებიან. არცერთი ქვეყნის მეთაურს არ აღუნიშნავს თეთრი სახლის გადაწყვეტილება მიაწოდოს სირიაში ქურთ მებრძოლებს შეიარაღება. ამ გადაწყვეტილებას თურქეთი ეწინააღმდეგებოდა.

ვიზიტის გამართვამდე, თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ის ეცდებოდა დაერწმუნებინა პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტილების შეცვლაში. ერდოღანის თეთრ სახლში მისვლამდე, ვაშინგტონში დაპირისპირება მოხდა, მის მხარდამჭერებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს შორის, თურქეთის ელჩის რეზიდენციასთან. დაპირისპირებაში ერდოღანის დაცვის წევრებიც ჩაერთნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG