ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი და ბაიდენი 11 სექტემბრის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს პენსილვანიაში მიაგებენ


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი დემოკრატი მეტოქე ჯო ბაიდენი 11 სექტემბრის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს პენსილვანიაში მიაგებენ. სწორედ იქ ჩამოვარდა გატაცებული თვითმფრინავებიდან ერთ-ერთი.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, გადაიკვეთებიან თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატები მემორიალზე, თუმცა ეს ყველა შემთხვევაში მაინც იქნება თვეების განმავლობაში მათი წინასაარჩევნო კამპანიის ყველაზე ახლო კონტაქტი.

"ეროვნული პარკების სერვისმა", რომელიც მემორიალური ღონისძიების მასპინძელია, ცერემონია კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად შეკვეცა და 20 წუთის განმავლობაში მსხვერპლთა სახელები ზარების რეკვის ფონზე წაიკითხეს. ეს ცერემონია გამომსვლელებისა და მუსიკალური გაფორმების გარეშე ჩატარდა.

პრეზიდენტი ტრამპი სავარაუდოდ სიტყვით გამოვა, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის.

2016 წელს, წინასაარჩევნო კამპანიისას დონალდ ტრამპიც და ჰილარი კლინტონიც ნიუ-იორკს ესტუმრნენ და მსხვერპლთა ხსოვნას პატივი სწორედ იქ მიაგეს. ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და მისი ცოლი კარენი ამ დღეს ნიუ-იორკის მემორიალზე იქნებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG