ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი 9/11-ს პენსილვანიაში იქნებიან


თეთრი სახლი და ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი, 11 სექტემბრის ტერაქტის 19-ე წლისთავს პენსილვანიაში აღნიშნავენ, სადაც ერთ-ერთი გატაცებული თვითმფრინავი ჩამოვარდა.

ეროვნული პარკების სამსახური, რომელიც მემორიალურ ღნოსძიებებს ყოველწლიურად მართავს, პანდემიის გამო, წელს მოკლე ცერემონიის გამართვას გეგმავს. სიტყვით გამომსვლელებისა და მუსიკის გარეშე, ცერემონია 9:45 საათე დაიწყება. ღონისძიების ფარგლებში, 93-ე რეისზე გარდაცვლილი 40 მგზავრის სახელს, ზარის რეკვის ფონზე ტრადიციულად, ხმამაღლა ამოიკითხავენ.

2016 წელს, იმჟამინდელმა პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა, 11 სექტემბერი ნიუ-იორკში აღნიშნა. წელს, საგანგებო ცერემონიალს ნიუ-იორკში, ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი მაიკ პენსი და მისი მეუღლე დაესწრებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG