ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპმსა და ჯო ბაიდენს შორის შემდეგი დებატები 22 ოქტომბერს გაიმართება


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ყოფილი ვიცე პრეზიდენტი, 3 ნოემბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ ერთ დებატებში მიიღებენ მონაწილეობას.

დონალდ ტრამპის მრჩეველმა საარჩევნო კამპანიის საკითხებში მიანიშნა, რომ პრეზიდენტი თავის მეტოქესთან, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მომავალ ხუთშაბათს ჩანიშნულ დებატებში ნაკლებად რადიკალური იქნება, ვიდრე გასულ თვეში, პირველი პაექრობისას იყო.

“როდესაც საუბრობთ სტილზე და მიდგომაზე, ვფიქრობ პრეზიდენტი ტრამპი აპირებს ჯო ბაიდენს ცოტა უფრო მეტი სივრცე მისცეს, რათა მან ზოგიერთ ამ საკითხზე განმარტებები გააკეთოს”, - განაცხადა ჯეისონ მილერმა ტელეარხ “ფოქს ნიუსთან" საუბრისას.

მილერმა თქვა, რომ ტრამპს სურს ბაიდენმა განმარტოს გაზეთ “ნიუ-იორკ პოსტ”-ში გამოქვეყნებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ ბაიდენის შვილმა ჰანტერმა, უკრაინაში ხელსაყრელი გარიგებებით ისარგებლა, რაც განპირობებული იყო მამამისის კავშირებით. ჯო ბაიდენი, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, ვიცე-პრეზიდენტის რანგში, უკრაინის მიმართ ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე მუშაობდა.

ბოლო დღეებში, საკამპანიო შეხვედრების დროს, ტრამპმა ბაიდენებს “ორგანიზებული დამნაშავეების ოჯახი” უწოდა და თავს დაესხა ჰანტერ ბაიდენს უკრაინაში ბიზნეს გარიგებების გამო. პრეზიდენტმა ჰანტერ ბაიდენი გააკრიტიკა უკრაინულ ბუნებრივი გაზის კომპანიის დირექტორთა საბჭოში თანამდებობის დაკავების და ჩინეთში საქმიანობის გამო, როცა მამამისს ქვეყანაში პრეზიდენტ ობამას შემდეგ მეორე თანამდებობა ეკავა.

შვილის ფინანსური გარიგებების შესახებ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ “ცილისმწამებლური კამპანიაა”, თუმცა ჰანტერ ბაიდენის ფინანსურ საქმეებზე პირდაპირი პასუხი არ გაუცია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG