ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა კავშირია იარაღის შესყიდვებსა და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს შორის


წინასაარჩევნო გამოკითხვებში, დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის ლიდერობასთან ერთად, იარაღის მწარმოებელთა აქციების ფასი იზრდება. თუ ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, არსებობს მოლოდინი, რომ იარაღის შესყიდვებზე რეგულაცია გაიზრდება, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის აქციების ფასს.

კორონავირუსის პანდემიამ, რასობრივი უთანასწორობის საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღის შემდეგ სამოქალაქო არეულობის შიშმა და ასევე, 3 ნოემბრის არჩევნების შედეგებზე შესაძლო დავის მოლოდინებმა, ამ წელს ხელი შეუწყო იარაღის შეძენის და მოთხოვნის ზრდას.

შეერთებულ შტატებში იარაღის ტარება, კონსტიტუციური უფლებაა. დემოკრატები ძირითად შემთხვევაში მის დარეგულირებას ემხრობიან, ხოლო რესპუბლიკელები რეგულაციას ეწინააღმდეგებიან და ამას კონსტიტუციური უფლების დარღვევად მიიჩნევენ.

ბაიდენის და კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში, კანდიდატების, რომლებიც იარაღის ტარების დარეგულირებას ემხრობიან, შესაძლოა იარაღის მწარმოებლებს სამოქმედო არეალი შეეზღუდოთ, მით უფრო, თუ დემოკრატი პრეზიდენტი თეთრ სახლში, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში კი მეტი დემოკრატი იქნა წარმოდგენილი მომავალი არჩევნების შემდეგ. დემოკრატიული პარტიის დომინაცია საკანონმდებლო ორგანოში ასევე ზრდის მეტი შეზღუდვის დაკანონების შესაძლებლობას იარაღზე.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ 2016 წელს, ამ კომპანიების გაყიდვები 2 წლის მანძილზე მცირდებოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მოსახლეობა აღარ ღელავდა, რომ იარაღზე წვდომა შესაძლოა დაეკარგათ.

ბაიდენი აცხადებს, რომ ის გეგმავს სამხედრო ტიპის შაშხანების და ზემძლავრი იარაღის შესყიდვაზე აკრძალვის დაწესებას. ის ასევე ამომრჩეველს ჰპირდება, რომ მათ, ვინც სამხედრო ტიპის იარაღი აქვთ შესყიდული, მას ან მთავრობას მიყიდიან ან დაარეგისტრირონ სამთავრობო რეესტრში.

2020 წელს, ცეცხლსასროლი იარაღის შესყიდვაზე მოთხოვნა პანდემიის და ამერიკის ქალაქებში პოლიციის წინააღმდეგ აქციების ფონზე გაიზრდა. ამ წელს, პირველი ცხრა თვის მონაცემებით, იარაღის შესასყიდად მისული მომხმარებლის ინფორმაციის გადამოწმების მაჩვენებელი 28,8 მილიონს გაუტოლდა, მაშინ როცა ეს რიცხვი 28.4 იყო 2019 წლის 12-ვე თვის ჩათვლით.

იარაღის 40 პროცენტი პირველად მყიდველებზე მოდის. წინა წლებში, საშუალო მონაცემი 24% იყო.

არჩევნებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამარჯვების და საპროტესტო გამოსვლების შემთხვეევაში, იარაღზე მოთხოვნა, ექსპერტების თქმით, შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG