ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ვირტუალურ დებატებზე უარს ამბობს


შეერთებული შტატების საპრეზიდენტო დებატების ორპარტიულმა კომისიამ დღეს გადაწყვიტა, რომ შემდეგი დებატები ვირტუალურ ფორმატში ჩაატაროს. განცხადება დაახლოებით ერთი საათის წინ გავრცელდა.

რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ, დემოკრატ ჯო ბაიდენს შორის მომდევნო დებატები ზუსტად ერთ კვირაში, 15 ოქტომბერსაა ჩანიშნული. მას ამომრჩევლებთან შეხვედრის ფორმა ექნება და საპრეზიდენტო კანდიდატებმა აუდიტორიის მიერ დასმულ კითხვებს უნდა უპასუხონ.

თუმცა, განცხადების გავრცელებისთანავე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია "ფოქსის" წამყვანს მარია ბარიტომოს უთხრა, რომ ვირტუალურ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს. "არ ვაპირებ დროის კარგვას ვირტუალურ დებატებზე. ეს არ არის დებატების არსი... ეს უაზრობაა" - განაცხადა მან.

ჯო ბაიდენი მონაწილეობაზე თანხმობას აცხადებს. განცხადება რამდენიმე წუთის წინ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიამ გაავრცელა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პარასკევს კოვიდ-19-ის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მას 3 დღე საავადმყოფოში ინტენსიური თერაპია ჩაუტარდა. ტრამპი ამჟამად თეთრ სახლში იმყოფება, თუმცა ექიმები შიშობენ, რომ ინფექცია შეიძლება ჯერ კიდევ გადამდები იყოს. იგივეს ადასტურებს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის გზამკვლევი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG