ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ადმინისტრაცია მისაღებ ლტოლვილთა რიცხვს 15 000-მდე ამცირებს


ლტოლვილთა ბანაკი, საბერძნეთი.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის შეერთებულ შტატებში 2021 წლის საბიუჯეტო წლის განმავლობაში მიღებული ლტოლვილების რაოდენობის 15 000-მდე შემცირებას გეგმავს. საბიუჯეტო წელი 1 ოქტომბერს იწყება.

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ მიღებული ლტოლვილების რიცხვი გამუდმებით მცირდებოდა. 2020 წელს მათი რაოდენობა 18 000 იყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო პროცესის შეჩერებამდე ქვეყანამ სულ 10 892 ლტოლვილი მიიღო.

ეს არის მიღებული ლტოლვილების ყველაზე მცირე წლიური რაოდენობა მას შემდეგ, რაც ლტოლვილთა თანამედროვე პროგრამა კონგრესმა 1980 წელს მიიღო. ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას ლტოლვილების წლიური რაოდენობა 70-85 ათასს აღწევდა.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ 2021 წლის გეგმა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ამერიკა ერთგულია პრინციპისა, დაეხმაროს მსოფლიოში იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება და ამავდროულად ემსახუროს უპირველეს მისიას, ემსახუროს ამერიკელ ხალხს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG