ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფარული აგენტი" სანქტ-პეტერბურგის ტროლების ქარხანაში


ვიტალი ბესპალოვს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის 23 წლის კურსდამთავრებულს წარმოდგენა არ ჰქონდა რა მოლოდინი შეიძლებოდა ჰქონოდა გასაუბრებისგან, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ერთ-ერთი ოთხსართულიანი შენობის ბიზნეს ცენტრში დაუნიშნეს. ვიტალი სამსახურს ეძებდა.

შენობა, რომლის მისამართიც სავუშკინას 55-ია, მისთვის თავიდანვე უცნაურად გამოიყურებოდა - დაცვა მკაცრი იყო, ფანჯრები კი ჩაბნელებული. შენობაში შეშვებამდე, დაცვის წევრებმა, რომლებსაც სამხედრო ფომრა ეცვათ, მას პასპორტი და საცხოვრებელი მისამართი მოსთხოვეს. დაცვასთან ლაპარაკის დროს, ბესპალოვმა შენობის ლობიში ახალგაზრდა ქალი დაინახა.

“ის რაღაცას ყვიროდა იმაზე, როგორ არ უნდოდა ამისი ნაწილი ყოფილიყო,” თქვა ვიტალიმ და დასძინა, რომ “ყველაფერი ამ შენობაში უცნაური იყო.”

სავუშკინას 55, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
სავუშკინას 55, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი

ეს ამბავი 2014 წელს მოხდა. ბესპალოვმა მოგვიანებით გაიგო, რომ შენობა “ინტერნეტის კვლევის სააგენტოს” სათაო ოფისი იყო - ორგანიზაციის, რომელსაც სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მალერმა რამდენიმე კვირის წინ ბრალი წაუყენა 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის.

იმ დროისთვის კი სააგენტო ამერიკის არჩევნებზე მეტად სხვა არჩევნებით იყო დაკავებული - არჩევნებით, რომელიც რუსეთში გაიმართა.

2011 წლის დეკემბერში, რუსეთის ათობით ათასი მოქალაქე ქუჩაში იქნებოდა თუ სოციალურ მედიაში, საპარლამენტო არჩევნების მასობრივ გაყალბებას აპროტესტებდა. ინტერნეტში გავრცელდა არაერთი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ხდებოდა საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრა. დემონსტრაციების მონაწილეები თანამოქალაქეებს ინტერნეტით სთხოვდნენ საპროტესტო მოძრაობაში გაერთიანებას. რუსეთის სახელმწიფო მედია დემონსტრაციების შესახებ დუმდა.

“კრემლმა გადაწყვიტა ვითარება ისე შეეცვალა, რომ ონლაინ სამყაროს და სახელმწიფო მედიას ერთ ამბავზე ელაპარაკათ,” უთხრა ტროლების არაერთ ქარხანაში სამუშაო გამოცდილების მქონე ბესპელოვმა “ამერიკის ხმას.”

ჟურნალისტობა ბესპელოვის ოცნება იყო. ციმბირიდან ის სანქტ-პეტერბურგში სწორედ ამ მიზნით ჩავიდა. ერთ-ერთი ადგილობრივი ონლაინ საინფორმაციო ვებ-გვერდიდან სამსახურის შეთავაზებაც კი ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში სააგენტომ ის არ დაასაქმა.

ამის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა სამსახურის ძებნა გააგრძელა და რეზუმე უამრავ ადგილზე გაგზავნა. ყველა უარით ისტუმრებდა. ერთ დღეს კი ტელეფონმა დარეკა - ის არა მხოლოდ გასაუბრებაზე დაიბარეს, არამედ უთხრეს, რომ ხელფასი რიგითი ჟურნალისტის ანაზღაურებაზე ორჯერ მეტი იყო.

“წამოდგენა არ მქონდა ვის ველაპარაკე. უბრალოდ მითხრეს, რომ მეორე დღეს სავუშკინას 55-ში მივსულიყავი. ვერ მივხვდი რა იყო სამსახური ან კომპანია, მაგრამ ვიფიქრე “რატომაც არა,” თქვა ბესპალოვმა.

გასაუბრებაზე მისულმა დაცვის შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც ის ერთ-ერთ ოთახში შეიყვანეს. ოთახში ვინმე ანა დახვდა. ბესპილოვს საკუთარი სტატიები ჰქონდა მიტანილი ნიმუშებად. მათი თემები, ძირითადად, ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა, ლგბტ თემის უგლებების დაცვა იყო. ასევე ჰქონდა სტატიები ფემინისტი მომღერლების ჯგუფ “პუსი რაიოტზე.”

“ამ სტატიებში ჩემი პოლიტიკური მოსაზრებები ნათლად ჩანდა. დღემდე არ მესმის რატომ ამიყვანეს სამსახურში. ოთახში დაბრუნების შემდეგ, ანამ მითხრა, რომ “ჩვენ ისეთ ამბებს არ ვაშუქებთ, როგორსაც შენ წერ, მაგრამ ის ცხადია, რომ წერა შეგიძლია”-ო,” გაიხსენა გასაუბრების სადადრული ბესპალოვა.

ახალგაზრდა ჟურნალისტმა მუშაობა დაიწყო.

სამსახურის პირველ დღეს, პესპალოვს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქება სთხოვეს. მას რამდენიმე ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებული სტატიის რამდენიმე ვერსიად გადაწერა დაავალეს. მისია კი ასეთი მისცეს - შეეცვალა თავდაპირველი სტატიის ტექსტი ისე, რომ მისი ნამუშევრის ორიგინალურობაში ეჭვი არავის შეეტანა და რასაც დაწერდა ყველაფერს პრო-რუსული აქცენტები ჰქონოდა.

“ისეთ სიტყვას, როგორიცაა ყირიმის “ანექსია,” ვცვლიდით “გაერთიანებად,” კიევის მთავრობას “ფაშისტურ ხუნტას” ვეძახდით, სეპარატისტებზე კი დადებითად ვსაუბრობდით,” თქვა ბესპალოვმა.

მას დიდი დრო არ დასჭირვებია იმაში დასარწმუნებლად, რომ პროპაგანდის მანქანის ეპიცენტრში უშაობდა. ამის გაცნობიერების შემდეგ, დილემა გაუჩნდა. ამბობს, რომ უნდა გადაეწყვიტა “ახლავე წავიდე სამსახურიდან, რომ ჟურნალისტის რეპუტაცია არ შემელახოს, თუ დავრჩე, უფრო მეტი რამ გავიგო და შემდეგ სადმე დიდი სტატია გამოვაქვეყნო.”

ვიტალი ბესპალოვი
ვიტალი ბესპალოვი

​ბესპალოვმა მეორე ვარიანტი არჩია - ის ტროლებს შორის ფარულ აგენტად ჩაინერგა.

ტროლების ცხოვრებას ის რუხ ფერებში ხატავს. ახალგაზრდები იქ რამდენიმე ცვლაში 8-12 საათს მუშაობდნენ კვირაში 7 დღე. მათ საქმიანობას დეპარტამენტების უფროსები ზედამხედველობდნენ. თანამშრომლებს ერთმანეთთან ლაპარაკი აკრძალული ჰქონდათ.

სიგარეტის მოწევისას მოკლე შესვენებეზე თანამშრომლებთან საუბრისას ბესპალოვმა აღმოაჩინა, რომ მათ უმრავლესობას სინამდვილეში არ აინტერესებდა საქმე, რომელსაც აკეთებდა. ისინი ამ სააგენტოში მხოლოდ ხელფასის ასაღებად მუშაობდნენ.

ბესპალოვმა სააგენტოს ოპერაციების სქემა დახატა. ერთ სართულზე ყალბი ამბები იწერებოდა, მეორეზე ბლოგერები და სოციალური მედიის სპეციალისტები მუშაობდნენ. ასევე იყო გრაფიკოსების განყოფილება, რომელიც უამრავ გამოსახულებას თუ მიმს ქმნიდა, რომლებსაც “დემოტივატორები” ერქვა და მათ გამოყენება ყველას შეეძლო.

ვიტალი ბესპალოვი
ვიტალი ბესპალოვი

ბესპალოვი ამ ოპერაციას “ტყუილების წრეს” უწოდებს.

ინტერნეტის კვლევის სააგენტოში ბესპალოვი სამი თვე მუშაობდა.

ის ამბობს, რომ როგორც კი ჩათვალა, რომ ოპერაციაზე ყველაფერი გაიგო რისი გაგებაც შეეძლო, სამსახურს თავი დაანება.

ბოლოს გაირკვა, რომ ტროლების ქარხანაში არაერთი ჟურნალისტი მუშაობდა ფარულად, რომლებმაც მოგვიანებით საკუთარი საგამოძიებო სტატიები გამოაქვეყნეს.

ეს ამბავი დავიწყებას მიეცემოდა რომ არა 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ბრალდება.

ბესპალოვი ამბობს, რომ არჩევნეთან დაკავშირებით ბევრი არაფერი იცის გარდა იმისა, რომ მისი სამსახურიდან წამოსვლამდე ორგანიზაცია ინგლისურენოვან პოზიციებს აქვეყნებდა.

ბესპალოვი დასავლური მედიის წყაროდ იქცა, რის გამოც რუსულ მედიაში მისი დისკრედიტაცია დაიწყო. სოციალურ მედიაში მას დასცინოდნენ “ალტერნატიული” ცხოვრების სტილის და ტატუების გამო.

ბესპალოვი ამბობს, რომ მისი მოქმედებები ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს არასწორად გაიგეს.

“ამერიკაში “ყოფილ ტროლად” მომიხსენიებენ და არა ჟურნალისტად. რუსეთში კი მატყუარა და მოღალატე ვარ. ბევრი მეგობარი მეუბნება, რომ შევწყვიტო ინტერვიუების მიცემა, მეკითხებიან ხომ არ გავგიჟდი, მინდა, რომ მომკლან? ისინი ამბობენ, რომ არ აქვს მნიშნვნელობა რამდენი ადამიანი გაიგებს ამაზე, ყველაფერი უცვლელად დარჩება,” ამბობს ბესპალოვი.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ტროლების აქტივობა საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა, ამჯერად ისინი სავუშკინას 55-იდან არ მუშაობენ, რადგან შენობაზე უზარმაზარი აბრა “ქირავდება” არის გამოკრული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG