ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის განიარაღების სამმხრივი მოლაპარაკება


დღეს, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე მდებარე დემილიტარიზებულ ზონაში, სამმხრივი მოლაპარაკება იწყება. ჩრდილოეთ კორეის საზღვრის ნაწილის განიარაღების საკითხებზე მიმდინარე შეხვედრებს, ორივე კორეის წარმომადგენლებთან ერთად, ესწრება გაეროს ჯგუფი, რომელსაც შეერთებული შტატები უძღვება.

შეთანხმებას, ამ წლის ბოლომდე ნაწილობრივი განიარაღების დასრულების თაობაზე, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა გასულ თვეში მიაღწიეს, რიგით მესამე უმაღლესი დონის სამიტზე. მათ 2019 წლამდე, სხვადასხვა სფეროში ურთიერთთანამშრომლობის დაწყებაზეც მოილაპარაკეს. მათ შორის, შეთანხმება შედგა რკინიგზის და სამანქანო გზების მოდერნიზაციაზე და ორგანიზაცია წითელ ჯვართან ჩრდილოეთ კორეაში მოლაპარაკების დაწყების თაობაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG