ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის ლიდერი ჩრდილოეთისთვის სანქციების მოხსნის მომხრეა


ჩრდილეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა და საუბრის მთავარი თემა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარარისგან გათავისუფლება იყო.

შეხვედრაზე განიხილეს აქამდე მიღწეული შეთანხმებების აღსრულების საკითხებიც. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დააფასონ და წაახალისონ მისი ჩრდილოელი კოლეგის მზადყოფნა და სურვილი, რომ უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე. თუმცა ანალიტიკოსები მაინც სიფრთხილითა და სკეპტიციზმით უყურებენ ამ საკითხს და ამბობენ, რომ სანქციების მოხსნა ან შემსუბუქება ნაადრევია მანამ, სანამ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება.

შეხვედრა სასაზღვრო სოფელ პანჯიმუნში გაიამრთა. ლიდერები სექტემბერში - მესამე შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობას გააგრძელებენ და სხვადასხვა პროგრამებს განავითარებენ იმისთვის, რომ ნახევარკუნძულზე "მშვიდობის ეპოქა" დადგეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG