ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორი კორეის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გრძელდება


ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ დათანხმდა საერთაშორისო ინსპექტორთა დაშვებას ქვეყანაში, რომლებიც ფხენიანის სარაკეტო პროგრამის გაუქმებას უნდა დააკვირდნენ.

სამხრეთ კორეის პრეზოდენტმა მუნ ჯე-ინმა გუშინ ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ომისგან გათავისუფლებული კორეის ნახევარკუნძულის ეპოქა დაიწყო. მან ასევე, მიიწვია ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სეულში, სავარაუდოდ, წელს დეკემბრამდე.

გუშინ ორი კორეის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დასრულდა, რომელიც ფხენიანის დეკლარაციის და ყოვლისმომცველი სამხედრო შეთანხმების მიღებით დასრულდა. ეს უკანასკნელი ხაზს უსვამს, თუ რა ნაბიჯბი უნდა იქნას გადადგმული ორ კორეას შორის სამხედრო დაძაბულობის გასანეიტრალებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG