ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰავაის მოსამართლე ტრამპის საპრეზიდენტო განკარგულებას კვლავ აფერხებს


გამოსვლები ტრამპის ბრძანების წინააღმდეგ

ამერიკის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის „სამოგზაურო აკრძალვაზე“ მისი გადაწყვეტილება გააგრძელა. მან დროებით შეაჩერა ტრამპის განკარგულება, რომელიც ექვსი მუსლიმური უმრავლესობის ქვეყნიდან ამერიკაში მოგზაურობასა და დევნილების მიღებას კრძალავს. ჰავაის შტატის მოსამართლე დერიკ უატსონის თქმით, ტრამპის განკარგულება მუსლიმებს გამოარჩევს, რაც ამერიკის კონსტიტუციას შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს. კონსტიტუციის მიხედვით მთავრობის ქმედებებს სეკულარული საფუძველი უნდა ქონდეს.

დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში ის მუსლიმებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავდა, თუმცა მისი პოლიტიკა მოგვიანებით შეიცვალა. ადმინისტრაციის პოზიცია ახლა ტერორიზმთან დაკავშირებული ქვეყნებიდან ამერიკაში ჩამსვლელთა გამკაცრებულ შემოწმებას ითვალისწინებს. ტრამპის ადმინისტრაციის თქმით, განკარგულება მუსლიმებზე აკრძალვის დაწესებას არ გულისხმობს და მისი მიზანი ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა. ტრამპის თქმით, ის მზადაა აღნიშნული საკითხი გაასაჩივროს, თუ მოსამართლეები მის დაბლოკვას განაგრძობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG