ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სახელმწიფო მდივანი თურქეთის პრემიერს შეხვდა


ტილერსონის ვიზიტი თურქეთშ
ტილერსონის ვიზიტი თურქეთშ

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი ხუთშაბათს, ანკარაში თურქეთის პრემიერ მინისტრს ბინალი ილდირიმს შეხვდა. სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი, ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე საბრძოლო კამპანიაა. ტილერსონი, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდება. მიმომხილველთა თქმით, შეხვედრაზე თურქეთი რელიგიური ლიდერის ფეტულა გულენის გადაცემის საკითხს დააყენებს, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ივლისის წარუმატებელი გადატრიალების მოწყობაში სდებს ბრალს.

ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ძალები, სირიაში, ისლამური სახელმწიფოს თვითგამოცხადებული დედაქალაქის რაქას აღებისთვის ემზადებიან. ოპერაციას ქურთული სამხედრო დაჯგუფებები უდგანან სათავეში, რაც ანკარას შეშფოთებას იწვევს. თურქეთის თქმით, ქურთული ძალები სირიაში თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედ, ტერორისტულ ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ თანამშრომლობენ. ანკარა შეხვედრებისას სავარაუდოდ მოითხოვს, რომ რაქას აღების შემთხვევაში ქურთულმა ძალებმა ტერიტორია მალევე დატოვონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG