ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონმა და სეულმა ჩრდილოეთ კორეასთან ჩართულობის ძალისხმევის გაზრდაზე ისაუბრეს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩანგ იოი-იონგმა ჩრდილოეთ კორეის მოლაპარაკებებში ჩართულობის გზებზე ისაუბრეს. განხილულ თემებს შორის იყო ფხენიანისთვის შესაძლო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაც.

ვაშინგტონი და სეული ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით თანხმდებიან და ორივეს ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღება სურს. თუმცა, მოკავშირეები ვერ თანხმდებიან ფხენიანთან მიდგომაზე. სამხრეთ კორეას პირველ რიგში ეკონომიკური ჩართულობა და ამ კუთხით ორ კორეას შორის კავშირების დამყარება სურს. შეერთებული შტატები კი პირველ ნაბიჯად ბირთვულ განიარაღებას მიიჩნევს.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტომ ბლინკენსა და ჩანგს შორის სატელეფონო საუბრის შშესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ გამართონ დეტალური დისკუსია ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობის გზებზე, მათ შორის - ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიმართულებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG