ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჩვენ ამ კავშირში უფრო ძლიერები ვართ და მიღწეულ წარმატებას უფრო გავაძლიერებთ“ - დეგნანი


კელი დეგნანი "მტკიცე სული 2021"-ს დასკვნით ღონისძიებაზე.

„ეს წვრთნები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევაჩეროთ მტრები და ჩვენი სულისკვეთება გავაძლიეროთ“ - აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, „მტკიცე სული 2021“-ის სწავლების დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და წვრთნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დეგნანანი ამბობს, რომ წვრთნების მიზანი უსაფრთხოება და უშიშროებაა, რაც მსოფლიო სტაბილურობას ემსახურება. ამასთან, ამერიკის ელჩი აცხადებს, რომ ჩატარებული წვრთნები საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე მიუთითებს.

"მტკიცე სული 2021"
"მტკიცე სული 2021"

"თითოეული მათგანი ვინც აქ დგას, თქვენი დასწრება მეტყველებს იმაზე, რომ საგანგებო მნიშვნელეობა გაქვთ. ამ წვრთნას საგანგებო მნიშვნელობა აქვს. ეს აძლიერებს ჩვენს პასუხისმგებლობას, მოვალეობას. ამით ვაბრკოლებთ აგრესიას. თითოეული თქვენთაგანი ამას გააკეთებს. აღნიშნული წვრთნები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შევაჩეროთ მტრები და ჩვენი სულისკვეთება გავაძლიეროთ. თქვენი მოქალაქეები, ჯარისკაცები ნამდვილად გააძლიერებენ თავის მოქნილობას, უნარს. საქართველოს ეს ოპერატიული ძალები, ეროვნული გვარდია, სამხედრო შენაერთები კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირებს ქვეყნის შიგნით სხვადასხვა დაწესებულებებს, სხვადასხვა გაერთიანებებს შორის. ჩვენ ამ კავშირში უფრო ძლიერები ვართ და მიღწეულ წარმატებას უფრო გავაძლიერებთ" - განაცხადა კელი დეგნანმა.

წვრთნების დასკვნით ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო კვლავ ერთგულად ისწრაფვის ნატოში ინტეგრაციისკენ და ამ გზას „სტაბილურობასა და უსაფრთხოებისკენ მივყავართ.“

„საქართველოს სამხედრო ინდუსტრიას მინდა ვუსურვო განვითარება, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და ეკონომიკის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. საქართველო კვლავ ერთგულად და დაუღალავად ისწრაფვის არჩეული მიზნისკენ - ნატო-ში ინტეგრაციისკენ. ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობას და ურთიეთრთთავსებადობას“ - აცხადებს ზურაბიშვილი და ამბობს, რომ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერება, რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას განამტკიცებს.

„საერთაშორისო წვრთნების - „მტკიცე სულის“ თუ „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა, ისევე როგორც თანამშრომლობის არსებული მნიშვნელოვანი მექანიზმები, ადასტურებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზე დგას“ - აცხადებს საქართველოს პრემიერ მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილეობა ხელს უწყობს საქართველოს და რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივესალმო და მადლობა გადავუხადო აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურს, ჩვენს მეგობარს, ბატონ გენერალ-მაიორ კარდენს ჩამობრძანებისთვის და ჩვენი თავდაცვის ძალების აქტიური მხარდაჭერისთვის. ჩვენ მუდამ მადლიერი ვიქნებით ამერიკის შეერთებული შტატების, იმ უდიდესი დამსახურებისთვის, რომელიც მას საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ჩვენი ჯარის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროცესში მიუძღვის. ბატონო ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, ამ მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილეობით, თქვენ კიდევ უფრო დახვეწეთ თქვენი უნარ-ჩვევები, გააძლიერეთ მზადყოფნის დონე და ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის ხარისხი, რაც ჯამში ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას.“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG