რამდენიმე საათის წინ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააკმაყოფილა ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივნის - ტომ პრაისის - თხოვნა თანამდებობის დატოვების შესახებ. პრაისი ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის მდივნად თებერვალში დაამტკიცეს. მან თანამდებობაზე სულ 7.5 თვე დაჰყო.
პრაისის მიერ სამსახურის თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს. გამოცემა "პოლიტიკოს" ანგარიშით, ჯანდაცვის მდივანი სამსახურის თვითმფრინავს პირადი მიზნებითაც იყენებდა. ჯამში მოგზაურობის ხარჯებმა მილიონ დოლარს გადააჭარბა, მაშინ როცა, კერძო კომპანიების გამოყენების შემთხვევაში, ხარჯები რამდენიმე ათეულ ათასს არ გადააჭარბებდა.
ტრამპმა რამდენიმეჯერ საჯაროდ თქვა, რომ ამ ფაქტით "გახარებული არ არის". გავრცელებული ინფორმაციით, პირად საუბრებში პრეზიდენტი პრაისით უკმაყოფილებას არ მალავდა.
ტომ პრაისი წარსულში ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელი კონგრესმენი იყო. ფისკალურ კონსერვატორად ცნობილი პოლიტიკოსი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ზედმეტად ხარჯვის ცნობილი პროპონენტი იყო, წარმომადგენელთა პალატაში საბიუჯეტო კომისიას თავმჯდომარეობდა. პოლიტიკაში წასვლამდე ის ატლანტის გარეუბანში ცხოვრობდა და თვალის ქირურგად მუშაობდა.
Facebook Forum