ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღმოსავლეთ ტიმორში პარლამენტს ირჩევენ


უკანასკნელი არჩევნები აღმოსავლეთ ტიმორში 2007 წელს ჩატარდა

შაბათს, მარტსა და აპრილში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ორი რაუნდის შემდეგ, აღმოსავლეთ ტიმორელები პარლამენტს აირჩევენ.

პარლამენტში 65 ადგილის მოსაპოვებლად არჩევნებში მონაწილეობას 21 პარტია მიიღებს . ამ სიაში ყველაზე პოპულარული ტიმორის აღმშენებლობის ეროვნული კონგრესი და ფრეტილინის პარტიაა.

ექსპერტების განცხადებით, საარჩევნო კამპანიის პერიოდმა აღმოსავლეთ ტიმორში განსაკუთრებულად მშვიდობიან გარემოში ჩაიარა.

პორტუგალიის ყოფილმა კოლონიამ დამოუკიდებლობა 1975 წელს მოიპოვა. თუმცა მალევე ინდონეზიამ ქვეყანა დაიპყრო და1999 წელს რეფერენდუმის სახით აღმოსავლეთ ტიმორმა თავისუფლება დაიბრუნა. 2002 წელს აღმოსავლეთ ტიმორის (ტიმორ-ლესტე) დამოუკიდებლობა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. მიუხედავად პერიოდული ძალადობის შემთხვევებისა, ქვეყანაში მშვიდობიანი სიტუაციაა. უკანასკნელი არჩევნები აღმოსავლეთ ტიმორში 2007 წელს ჩატარდა.

XS
SM
MD
LG