ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღმოსავლეთ ტიმორში მდგომარეობა კვლავაც დაძაბულია.


აღმოსავლეთ ტიმორი, ქვეყანაში მიმდინარე ჯანყი დაშოშმინების მცდელობით, საერთაშორისო საზოგადოებრიობას სამხედრო ჩარევას სთხოვს.დღეს აღმოსავლეთ ტიმორის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოზე რამოს-ჰორტამ, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, პორტუგალიასა და მალაიზიას მის ქვეყანაში მიმდინარე ჯანყის დაშოშმინების მცდელობით, სამხედრო ჩარევა სთხოვა.შეიარარებული ჯანყი, ხელისუფლებით უკმაყოფილო ყოფილმა სამხედროებმა წამოიწყეს.ბატონი რამოს-ჰორტას თქმით, ავსტრალია და ახალი ზელანდია უკვე გამოეხმაურენ თხოვნას და სამხედრო კონტინგენტს ისინი უკვე უახლოეს დღეებში გადასხავენ აღმოსავლეთ ტიმორში.ხელისუფლების ძალებსა და ყოფილ სამხედროებს შორის გუშინ დაიწყებული შეიარაღებული შეტაკებების შედეგად დაიღუპა 2-რი ხოლო დაიჭრა 5-თი ადამიანი.

XS
SM
MD
LG