ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

20 წელში შეიარაღებული კონფლიქტების რაოდენობა გაორმაგდა 


army soldiers
army soldiers

ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოში შეიარაღებული კონფლიქტების რაოდენობა გაორმაგდა. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია წითელი ჯვარი ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ მსოფლიოში დაახლოებით 100 შეიარაღებული კონფლიქტი ფიქსირდება.

წითელი ჯვრის ინფორმაციით კონფლიქტების ერთი მესამედი სამ ან მეტ მხარეს შორის წლებია მიმდინარეობს, ზოგჯერ ათწლეულების განმავლობაში.

Სპეციალისტები ამბობენ, რომ არსებობს შემთხვევები როდესაც ომში თაობები იზრდება და კონფლიქტები უფრო ღვივდება.

წითელი ჯვრის ინფორმაციით მსოფლიოს ქვეყნების მესამედი არსებული კონფლიქტების მხარეა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს კონფლიქტურ ზონებში მცხოვრებ ადამიანებზე უარყოფით გავლენას ახდენს და პროცესები დამანგრეველი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG