ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის საკონსულო ჰიუსტონში, ამერიკის გადაწყვეტილებით, დაიხურება


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთს უბრძანა, რომ ჰიუსტონში მდებარე საკონსულო დახურონ. ჩინეთს ვადა პარასკევამდე აქვს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით ეს გადაწყვეტილება მიიღეს "რათა დაეცვათ ამერიკელების ინტელექტუალური ქონება".

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: "ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა წლების განმავლობაში ჩართული იყო არალეგალურ ჯაშუშობასა და ოპერაციებში ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შტატების მთავრობისა და ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს მოქმედებები ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. "

სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი და ასევე, გენერალური პროკურორი თანხმდებიან იმაზე, რომ "ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური პირები ერეოდნენ ჩვენ [ამერიკის] შიდა საქმეებში, იპარავდნენ ამერიკის ინტელექტუალურ ქონებას, ზეწოლას ახდენდნენ ბიზნეს ლიდერებზე, ემუქრებოდნენ ჩინელ ამერიკელებს, რომლებიც ჩინეთში ცხოვრობდნენ და ა.შ".

ამერიკის გადაწყვეტილება ჩინეთის საკონსულოს დახურვასთან დაკავშირებით ჩინეთში "პოლიტიკურ პროვოკაციად" შეაფასეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერის განცხადებით ეს გადაწყვეტილება იყო "აღმაშფოთებელი და გაუმართლებელი".

"ამერიკის შეერთებული შტატები არ მოითმენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევას და ჩვენი ხალხის დაშინებას, ისევე, როგორც არ მოვითმინეთ ჩინეთის მხრიდან უსამართლო ვაჭრობის პრაქტიკა, ამერიკელების სამსახურების მოპარვა და სხვა აღმაშოთებელი ქმედებები. პრეზიდენტი ტრამპი დაჟინებით მოითხოვს სამართლიანობასა და ორმხრივობას ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებში", ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

განცხადებები მას შემდეგ გავრცლედა, რაც გადაიღეს თუ როგორ წვავდნენ საკონსულოს ეზოში, დაუდგენელი ვინაობის ადამიანები ფურცლებს.

ამერიკასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ბოლო დროს სულ უფრო მწვავდებოდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ოფიციალურ პეკინთან უთანხმოება ჰქონდა ვაჭრობის, ჰონგ-კონგში შემოღებული ახალი საკამათო, კანონისა და კორონავირუსის საკითხებთან დაკავშირებით.

სიტუაცია მას შემდეგაც დაიძაბა, რაც სამშაბათს, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა ჩინეთს დასდო ბრალი იმ ჰაკერების დაფინანსებაში, ვინც კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე ლაბორატორიებს დაესხნენ თავს. ორი ჩინელი, რომლებიც, სავარუდოდ ამერიკულ კომპანიებს უთვალთვალებნდნენ, დაკავებული არიან.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG