ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რუსეთი ბრექსიტის რეფერენდუმში ჩაერია" - ბრიტანეთის პარლამენტი


ბრიტანეთის პარლამენტი მოუწოდებს მთავრობას გამოიძიოს, ჩაერია თუ არა რუსეთი 2016 წელს გამართულ რეფერენდუმში, როდესაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხს უყრიდნენ კენჭს. ამის შესახებ, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დაზვერვისა და უშიშროების კომიტეტის ანგარიშშია ნათქვამია.

ბრიტანელი კანონმდებლები ფიქრობენ, რომ "ამის დამტკიცება რთული, ან შეუძლებელიც კი შეიძლება იყოს" - რუსეთი კი ბრალდებას უარყოფს.

Radio Free Europe/Radio Liberty- ანგარიშის შესახებ, Guido Fawkes-ის მიხედვით წერს. ვებ გვერდზე, ანგარიში იქამდე გამოქვეყნდა, ვიდრე ის 21 ივლისს, ოფიციალურად გავრცელდებოდა.

ანგგარიშშივე საუბარია იმაზე, რომ რუსეთი, დასავლეთში თავისი დაზვერვის "ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ", სწორედ ბრიტანეთს მიიჩნევს. ამის მიზეზი კი შესაძლოა, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მჭიდრო ურთიერთობები იყოს.

ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ მთავრობამ ანგარიშის გამოქვეყნება შეაყოვნა და ამის გამო აკრიტიკებენ. ანგარიში, 2019 წლის მარტში უკვე მზად იყო, პრემიერ მინისტრ ჯონსონს კი ოქტომბერში წარუდგინეს. კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბრიტანეთის მთავრობა შეეცადა, ანგარიშის გამოქვეყნებით კონსერვატორი პრემიერისთვის უხერხულობა აერიდებინა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG