ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ საჭიროა 1923 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვა და შეცვლა. ამ შეთანხმებით სხვა საკითხებთან ერთად დადგინდა თურქეთის საზღვრები, მათ შორის, საბერძნეთთანაც.

მან ამის შესახებ საბერძნეთში ორდრიანი ვიზიტის დასაწყისშივე, ბერძენ კოლეგა პროკოფის პავლოპულოსთან შეხვედრისას განაცხადა. თუმცა პავლოპულოსმა იქვე აღნიშნა, რომ ლოზანის შეთანხმების არც გადახედვის და არც შეცვლის საჭიროება არ არსებობს.

ერდოღანმა ასევე წამოჭრა საბერძნეთში მცხოვრები ეთნიკური თურქების საკითხი და ის თუ რამდენად სარგებლობენ აღმსარებლობის თავისუფლებით თრაკეის პროვინციაში მცხოვრები მუსლიმი უმცირესობის წარმომადგენლები. პროვინციას ერდოღანი, სავარაუდოდ, პარასკევს ესტუმრება.

ათწლეულების მანძილზე ერდოღანი პირველი თურქი პრეზიდენტია, რომელიც საბერძნეთში ჩავიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG