ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი: პოლიტიკური წმენდა ერდოღანის პარტიის შიგნით


ანკარის მერი გადადგომის გამოცხადებისას
ანკარის მერი გადადგომის გამოცხადებისას

თურქეთის დედაქალაქის მერი, რომელსაც თანამდებობა 23 წლის მანძილზე ეკავა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მხრიდან ზეწოლის შემდეგ გადადგა. უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე ერდოღანმა ექვსი მერი გაათავისუფლა. ისინი მისი მმართველი " სამართლიანობის და განვითარების პარტიის", AKP-ის წევრები იყვნენ.

ანკარის მერმა მელიკ გოკჩეკმა მას შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რაც თურქეთის პრეზიდენტისგან რამდენიმე კვირიან ზეწოლას უწევდა წინააღმდეგობას. საბოლოოდ, ერდოღანი გოკჩეკს საჯაროდ გადადგომაზე უარის თქმის შემთხვევაში „შედეგებით“ დაემუქრა. თავის გამოსვლაში გოკჩეკმა აღნიშნა, რომ 23 წლიანი კარიერის შემდეგ, ის თავისი სურვილით არ ამბობდა უარს მერის პოსტზე.

„ჩემი გადადგომის მიზეზი არა ჩემი წარუმატებლობა, არამედ ერდოღანის მოთხოვნაა, მე ვემორჩილები ერდოღანის ბრძანებას და ვტოვებ პოსტს“, - განაცხადა გოკჩეკმა.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მმართველი AKP-ის პარტიის ექვსი მერი უკვე გადადგა თანამდებობიდან. მათ შორის სტამბოლის მერიც. აღნიშნული ცვლილებები უკავშრიდება ერდოღანის სურვილს განაახლოს პარტია, აპრილის რეფერენდუმში ნაჩვენები არც თუ ისე წარმატებული შედეგის შემდეგ.

რეფერენდუმი, რომელიც პრეზიდენტის უფლებებს ზრდიდა, მომცრო უპირატესობით იქნა გატანილი. ქვეყნის უდიდესი ქალაქების მოსახლეობამ რეფერენდუმს მხარი არ დაუჭირა, მათ შორის რეფერენდუმს არ მიემხრო ანკარის და სტამბოლის მოსახლეობა. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვებით AKP ჯერ ისევ ლიდერობს, იზრდება გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა.

მიმომხილველი ატილა იესილადა, „Global Source Partner”-დან, ამბობს, რომ საპრეზიდენტო და საყოველთაო არჩევნების გათვალისწინებით, რომელიც 2019 წელს გაიმართება, ერდოღანმა იცის თუ როგორ უნდა იმოქმედოს.

„AKP-ის მხარდაჭერის დაკარგვა ნათელია. ერდოღანი ფიქრობს, რომ არაპოპულარული მერების და ადგილობრივი ადმინისტრატორების ცვლილებით, ვინც მისი აზრით დაკარგა სურვილი ხალხს ემსახუროს, მას სიტუაციის შეცვლა შეუძლია”, - ამბობს იესილადა.

მერების შეცვლის პროცესმა ერდოღანს მისი ძალაუფლების წინაშე არსებული უპრეცენდენტო გამოწვევები აჩვენა. მერების გადადგომა, ერდოღანის მიერ მხოლოდ მრავალჯერადი მოთხოვნის შემდეგ მოხდა, რასაც პრეზიდენტი მიჩვეული არ არის. მისი ბრძანებები უმეტეს შემთხვევაში მალევე სრულდება.

თურქეთში არსებული საგანგებო მდგომარეობის მეშვეობით, ერდოღანს მიეცა არჩეული მერების შეცვლის შესაძლებლობა. ეს უფლება მან უკვე 80-ჯერ გამოიყენა ქურთული პარტიის წარმომადგენლების შესაცვლელად. ერდოღანის მიერ მისი ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლების შეცვლის პარალელურად, ქვეყნაში, ადგილობრივ დონეზე არჩეული დელეგატების და პარტიის წევრების წმენდა მიმდინარეობს.

იესილადა ამბობს, რომ საჭიროა სწორად შევაფასოთ ერდოღანის ნაბიჯები და სტრატეგია.

„ამომრჩეველს არა ადგილობრივი ადმინისტრატორის თუ მერის ქმედებები განაწყობს მტრულად, არამედ ერდოღანის და მისი კაბინეტის პოლიტიკა. მაგრამ როგორც ჩანს, მას ეს არ ესმის. ამ წმენდას, მიუხედავად რანგისა და თანამდებობისა, უკმაყოფილება მოჰყვება, და ამ ადამიანებს არ ესმით, თუ რატომ უშვებენ მათ“, - ამბობს იესილადა.

AKP-ს შიგნით უთანხმოების ზრდის შესახებ ბევრი ცნობა ვრცელდება. თუმცა ცოტა საუბრობს ამაზე ღიად. მიმომხილველები ამბობენ, რომ ერდოღანის გეგმამ, რომელიც მისი პარტიის განახლებაში მდგომარეობს საკუთარი მერების და არჩეული წარმომადგენლების გაწირვის ხარჯზე, შესაძლოა პრეზიდენტისთვის საპირისპირო შედეგი გამოიღოს. ამომრჩეველი უფრო და უფრო უკმაყოფილია თურქეთის გაორმაგებული ინფლაციით, ვალუტის გაუფასურებით და უმუშევრობით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG