ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები დღეს მადლიერების დღეს აღნიშნავენ


პრეზიდენტი ობამა მადლიერების დღის საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობს
პრეზიდენტი ობამა მადლიერების დღის საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობს

საოჯახო სუფრის გარდა, ეს დღე სპორტული ღონისძიებებით, მასობრივი ფასდაკლებებით, აღლუმებით, თუ საქველმოქმედო ორგანიზაციებში მოხალისეობით აღინიშნება

შეერთებულ შტატებში დღეს მადლიერების დღეა. ამერიკელები ამ დღესასწაულს საოჯახო სადილით, ან წვეულებებით აღნიშნავენ, ბიზნესები კი მასობრივ ფასდაკლებებს აწყობენ. ასევე იმართება რელიგიური ცერემონიალები, საზეიმო აღლუმები, თუ სპორტული ღონისძიებები. ამ დღეს სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებში მოხალისეობაც ტრადიციად არის დამკვიდრებული.

მადლიერების დღის დღესასწაულისთვის სამზადისის პერიოდში შეერთებულ შტატებში გზები და საჰაერო ტრასები ყველაზე მეტად არის გადატვირთული. ამერიკის საავტომობილო ასოციაციის ანგარიშით, საავტომობილო ტრასაზე ამ დღეებში 43 მილიონამდე ადამიანი გადის. თუმცა, წელს ზამთრის შტორმების გამო, რომელიც დიდთოვლიანობით და მოყინული გზებით გამოირჩეოდა, მთელი რიგი შეფერხებები მოხდა. შეერთებული შტატების აეროპორტებში ათასობით ფრენა გადაიდო.
XS
SM
MD
LG