ტაილანდის ოფიციალური წყაროები ადასტურებენ, რომ ქვეყნის დედაქალაქში მდებარე ჰოსპიტალში დღეს ბომბი აფეთქდა და შედეგად, 24 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას აუღია.
ბანგკოკის ჰოსპიტალში მომხდარი აფეთქება სამხედრო გადატრიალების 3 წლის იუბილეს დაემთხვა. თუმცა, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, უკავშირდება თუ არა ჰოსპიტალში მოწყობილი აფეთქება 2014 წლის გადატრიალებას, რომლის შედეგადაც ტაილანდში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება დაემხო.
Facebook Forum